გიორგი ლეონიძე - ლეგენდა "ყივჩაღის პაემანი"

ყორღანებიდან გნოლი აფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი მუხრანის ბოლოს,
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ არაგვზედ ისევ ყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე მიწურვილ იყო,
როცა ზაფხული რუსთაველისა
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა.

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე
შემოვამტვერე გზები ტრიალი
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი

მაგრამ თვითონაც დაილეწება
დაბადებულა ვინც კი ყივჩარად
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი
თავი შუაზე გადამიჩეხა.

მოდი მომხვიე ხელი ჭრილობას
ვეღარა ვხედავ სისხლით ვიცლები
როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები

მოდი გეძახი ათასწლის შემდეგ
დამლახვროს ელვამ შენის ტანისა
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა.



Giorgi leonidze - Legenda ''Yivchagis Paemani"

6 comments:

Anonymous May 28, 2012 at 10:52 PM  

ეს რომ ასათიანის არ არი ??????????????

Anonymous September 22, 2013 at 10:56 AM  

მაგარიააააა :D

dato kiknadze April 15, 2014 at 8:15 PM  

ეს ა არის ასათიანის ლეონიძის არის ძლივს ვიპოვე ეგ ლექსი სკოლაში მჭირდებოდა

Anonymous May 10, 2014 at 3:47 PM  

მაგარია :D

Anonymous February 2, 2015 at 9:49 PM  

Dzaan magariaaa <3 :D

Anonymous March 5, 2015 at 8:42 PM  

Vin tqva ro asatianisaa? Dz miyvars ❤ kargi leqsia :) ^_^ <3